შურისმაძიებელი „ბარსელონა“ „რეალს“ გაუთანაბრდა - 30 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » შურისმაძიებელი „ბარსელონა“ „რეალს“ გაუთანაბრდა
11:13
შურისმაძიებელი „ბარსელონა“ „რეალს“ გაუთანაბრდა


ტური არ გავა, ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა, „ბარსელონამ" რომელიმე რეკორდი რომ არ გაიმეოროს, ან არ დაამხოს. გვარდიოლას შეგირდები, აქამდე, ძირითადად, მათ მიერვე ნაჩვენებ შედეგებს აუმჯობესებდნენ, 21-ე ტურში მოგებით კი „ბარსამ" 50 წლის წინათ დამყარებული რეკორდი გაიმეორა, მოიგო რა ჩემპიონატში ზედიზედ მე-15 შეხვედრა. 1960-61 წლების სეზონში, მადრიდის „რეალმა" ზედიზედ სწორედ 15-ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამარცხება. მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, „ბარსა" და „რეალი" რეკორდის თანამფლობელები იქნებიან, ხოლო 6 თებერვალს, „ატლეტიკოსთან" გასამართ მატჩში, კატალონიელებს მადრიდელების შედეგის გაუმჯობესების შანსი მიეცემათ.
რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ მატჩს - „ბარსელონა" მიმდინარე გათამაშებაში მის ერთადერთ დამმარცხებელ გუნდს სტუმრობდა. კატალონიელებს ალიკატელებისთვის 1986 წლის შემდეგ არ მოეგოთ და ეს უსიამოვნო ტრადიცია გვარდიოლას გუნდმა იმ ფეხბურთელების გოლებით შეწყვიტა, რომლებიც 1986 წელს დაბადებულებიც კი არ იყვნენ. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი პედრო როდრიგესმა გაიტანა. 42-ე წუთზე, როდესაც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ხავიმ მიიღო, მასპინძლებმა პედრო უმეთვალყურეოდ დატოვეს, რაც მათ „ბარსას" მე-6 ნომერმა არ აპატია და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.
მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, უნდა აღინიშოს, რომ „ერკულესი" „ბარსელონას" სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა და გვარდიოლას გუნდს 3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ძაისხმევა დასჭირდა. მასპინძლები მას შემდეგ გატყნენ, რაც 85-ე წუთზე, მოედნის ცენტრში ფარინოსის მიერ თამაშის წესების დარღვევის შეფასების დროს, არბიტრმა გადააჭარბა და „ერკულესი" კაცნაკლული დატოვა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში, სტუმრებმა მე-2 გოლის გატანა მოახერხეს. ლეო მესიმ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს აქტიურობდა და ბევრსაც სცოდავდა, ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, მარტივი მოძრაობებით 2 მცველი ჩამოიტოვა და 17 მეტრიდან დარტყმით, ეფექტური გოლი გაიტანა. კიდევ ორ წუთში, ნოლიტო-ინიესტა-ალვეშის კომბინაციის შემდეგ, მესი ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩა და რა გასაკვირია, რომ არგენტინელს დუბლის შესრულება არ გასჭირვებია. ამ მოგებით, „ბარსელონამ" შური იძია მე-2 ტურში, „კამპ ნოუზე", „ერკულესთან" განცდილი მარცხის გამო. როგორც იცით, 11 სექტემბერს, ესტევან ვიგოს გუნდმა კატალონიელები 2:0 დაამარცხა.
წყარო:worldsport.ge

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 385 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (30.01.2011 11:18) [Entry]
ChaIDzira reali amasHic )) SG edo kaia wyaro ro miuwere )) tyuilad ar dagviweria wesebi :D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა