ლონდონის "ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იგი გადარჩა, გუნდიდან ადრევე რომ არ გააგდეს. "მე ბედნიერი ვარ, – ამბობს კარლიტო. – ბევრ მწვრთნელს, რომელიც ჩემს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, უკვე გააგდებდნენ გუნდიდან. ახლა ჩვენს გუნდს სჭირდება ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაიცვას თავისი პრემიერლიგური ტიტული. მაგრამ მთავარი ამოცანა მაინც ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩენაა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რათა ტოპ-ოთხეულში დავრჩეთ. დაწვრილებითი დასკვნების გამოტანა მხოლოდ სეზონის ბოლოს შეიძლება. მაშინ ხელმძღვანელობაც შეაფასებს ჩემს ნამუშევარს”.