როგორც L’Equipe იტყობინება ესპანური "მალაგა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიუნხენის "ბაიერნისა” და არგენტინის ნაკრების წევრს მარტინ დემიკელისს ოფიციალურად გაიფორმებს.
ჰოლანდიელმა დაადასტურა, რომ ზამთარში ის არ დატოვებს მიუნჰენურ კლუბს. კაპიტანს კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება, ამიტომ 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა.
ახალი წელი ბაიერნისთვის ახალი ფეხბურთელის შეძენით დაიწყო. ჰოფენჰაიმის ბრაზილიელი ფეხბურთელი მიუნჰენურ კლუბთან ოთხ ნახევარ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. დღეს ბოლო დეტალები იქნება შეთანხმებული რის შემდეგაც გუსტავო ახალ თანაგუნდელებს შეუერთდება.
”ბაიერნის” მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა მომავლის დასახულ გეგმებზე და რობენის დაბრუნებაზე ისაუბრა.
ვან გაალი: "მთავარი პრიორიტეტი ბუნდესლიგაა, ჩვენ ძირითადად კონცენტრირებას მასზე მოვახდენთ. ჩემპიონთა ლიგაზე შევეცდებით წარმატებების მიღწევას, იმედია გამოგვივა".