დღეს მე გამოგზაურებთ ლა მანჩში აქ დაიბადა ყველასთვის და განსაკუთრებით "ბარსასთვის" სათაყვანებელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა.ლა მანჩი მთლიანად რესტორნებითაა მოცული აქ სხვადასხვა დასახელების კერძი და რესტორანია.მოგეხსენებათ ესპანელები სმისთვის და ჭამისთვის ცოცხლობენ.აქ თუ ვინმე დასაქმებულია ოფიციანტია და ზუსტად ასე იყო ჩვენი ქილერიც.ინიესტამ მუშაობა დაიწყო ერთ–ერთ რესტორანში ოფიციანტად.იგი ძალიან კარგად მუშაობდა და მშობლებს უნდოდა რომ იგი ამ საქმეს სერიოზულად მოკიდებოდა,თუმცა მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სასიკეთოდ,ინიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო. თავიდან თითქოს იგი ბურთს ვერ ფლობდა მაგრამ შემდეგ თანდათან რათქმაუნდა პროგრესი დაიწყო.თავიდან იგი მისთვის დამოუკიდებლად ვარჯიშობდა შემდეგ კი "ბარსელონას" სკოლაში ჩაირიცხა და მან აქ დაიწყო ფეხბურთის თამაში.მან აქვე გაიცნო ჩავი,დანი ხარკე და სხვები.ინი ძალიან მშვიდი და მეგობრული ადამიანი იყო ამიტომაც უმეგობრდებოდნენ ფეხბურთელები ასე ადვილად და ჰარმონიულადა. ნელ–ნელა ეს პატარა ოფიციანტი იზრდებოდა და ყალიბდებოდა თავიდან ოჯახი უარზე იყო მისი ფეხბურთით მაგრამ შემდეგ მაინც თავი რომ ვეღარ დაანებებინეს ფეხბურთი ინის ცხოვრების ნაწილი გახდა.ამ დროს დაიწყო უკვე "ბარსას" დიდ გუნდში დამკვიდრება ინიესტა პირველად რაიკაარდის დროს გამოჩნდა,თუმცა იგი მისთვის შეუფერებელ პოზიციაზე თამაშობდა და მალე ვერ ჩადგა სასტარტოში,ასე წამებით მოვიდა ინი აქამდე და მისი აღორძინება აი მაშინ დაიწყო როცა გუნდს სათავეში მისი უსაყვარლესი ადამიანი პეპ გვარდიოლა ჩაუდგა.პირველივე სეზონში მან მოიგო ექვსივე ტურნირი და ამ ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა ანდრესმა.მან "ჩელსისთან" ნახევარფინალშ გადამწყვეტი გოლი გაიტანა რამაც გუნდი ფინალში გაიყვანა.ასევე მოიგო პრიმერა დივიზიონი მოკლედ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ნელ–ნელა ახლოვდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი წელს ესპანეთს ძალიან დიდი შანსი ქონდა პირველად აეწია მსოფლიო ჩემპიონობის თასი,რათქმაუნდა ინიესტა გუნდში გამოძახებული იყო და რათქმაუნდა ძირითადში თამაშობდა მის უსაყვარლეს მეგობართან ჩავი ერნანდესთან ერთად.თავიდან ესპანეთმა არც ისე კარგად დაიწყო იყო წაგება თუმცა შემდეგ გუნდმა უდიდესი საშემსრულებლო კლასი აჩვენა და ფინალში გავიდა.ეს ესპანელებისთვის უდიდესი წარმატება იყო.მისი მეტოქე ასევე ძალიან კარგი ნაკრები ჰოლანდია იყო.ჰოლანდიელებს ნამდვილად მოგების პრეტენზია ქონდათ თუმცა ინიესტამ ეს უდიდესი სურვილი გამოაცალა მან ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი და ეს მის ზემოდხსენებულ გარდაცვლილ მეგობარს დანი ხარკეს მიუძღვნა.