ტურინის "ივენტუსმა" გადაწყვიტა, რომ თავისთან გადმოიბიროს "შალკეელი"
ჯეფერსონ ფარფანი, რომელსაც ზამთრის სანტრანსფერო პერიოდში, თავისთან
ეპატიჟებოდნენ, "ვოლფსბურგი" "ლივერპული", "დნეპრი", კიევის "დინამო" და
მოსკოვის "სპარტაკი", თუმცა ფარფანმა გელზერკიხენში დარჩენა ამჯობინა. როგორც
La Gazzetta dello sport იტყობინება, "იუვენტუსის" სკაუტები "ვალენსია"
"შალკეს" მატჩს აკვირდებოდნენ და უკვე გადაწყვეტილია, რომ "იუვემ"
"ხუმარებს" მიმართოს, ფარფანის გადმობირებაზე. ფარფანს სავარაუდოდ
კონკურენციას გაუწევს "კალიარიდან" გადმოყვანილი ალესანდრო მატრი, რომელიც
შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.