მოსკოვის "სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ვალერი კარპინმა დაადასტურა, რომ გუნდის 18 წლის ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს ჯერჯერობით პრესასთან ურთიერთობა აკრძალული აქვს. "ინტერვიუსთვის ჯანო ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა - ასეთია კლუბის პოზიცია. მას პრესისგან საგანგებოდ ინახავთ?” - ჰკითხა "სპორტ-ექსპრესის” ჟურნალისტმა კარპინს. სპარტაკელთა თავკაცმა მას ასეთი პაუხი გასცა: "ვერაფერს ვიზამთ – 17 წელი სათუთი ასაკია. ჯანოს ვარჯიშებზეც ვუფრთხილდებით და ცხოვრებაშიც”.