მანჩესტერ იუნაიტედთან საჩემპიონთალიგო დაპირისპირების წინ მარსელს ძირითადი ფორვარდი ჟინიაკი დააკლდება შაბათს , საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში,რომელშიც დიდიე დეშამის გუნდის მეტოქე "სენტ ენტიენი" იყო, 25 წლის თავდამსხმელმა საზარდულის კუნთი დაიზიანა ამის გამო მას თამაშის შეწყვეტა ნაადრევად მოუწია.მარსელის შემტევმა მოედანი მხოლოდ სამედიცინო შტაბის წევრთა დახმარებით მოახერხა. ჯერ საბოლოოდ არ გარკვეულა,რამდენი ხნით მოუწევს ჟინიაკს ლაზარეთში ყოფნა.თუმცა,აქედანვე ცნობილია,რომ იგი მანჩესტერთან ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.ექიმთა ვარაუდით, ფრანგ ფორვარდის მინიმუმ 2 კვირიანი უქმობა ელის.სენტ ენტიენთან დაპირისპირებაში მარსელის წინა ხაზის კიდევ ორი ფეხბურთელი - ლოიკ რემი და ბრანდაო დაუშავდა თუმცა მათაც ვადაზე ადრე მოუწიათ სათადარიგოში გადანაცვლება, ისინი მანჩესტერთან მატჩის დროს სრულყოფნაში იქნებიან