სტადიონი:''მოლინიუ'',ვულვერჰემპტონი თარიღი:20011 წლის 5 თებერვალი.21:30 თბილისის დროით. მსაჯი:მაიკლ ოლივერი მასპინძელთა შემადგენლობა ტრამვირებულნი:კეიტლი,გუდიურა,ჰანტი,მანსიენი ეჭვქვეშ:არავინ. დისკვალიფიცირებული:არავინ სრული შემადგენლობა: ჰანემანი,მოუიოკოლო,ჯერვისი,კრედოკი,ჯონსი, უორდი,ფლეტჩერი,ებანკს-ბლეიკი,სტერმანი,მუჯანგი ბია,ვოლკსი,მილიასი, ელოკობი,ჰილი,ჰენესი,ზუბარი,დოილი, ანრი,ო'ჰარა,ჰემილი,ებანკს-ბლეიკი,ედვარდსი,ფოლი.
სტუმართა შემადგენლობა: ტრამვირებულნი:ვალენსია,ჰარგრივზი. ეჭვქვეშ:რაფაელი,ფლეტჩერი. დისკვალიფიცირებული:არავინ სრული შემადგენლობა: ვან დერ სარი,კუშაკი,ლინდეგაარდი, ვიდიჩი,სმოლინგი,ევანსი,ფაბიო,ოში,ნანი,პარკი,ქერიკი,ანდერსონი,სქოულზი, ობერტანი,გიგზი,რუნი,ბერბატოვი,ერნანდესი,ოუენი,ბებე.
ორიოდ სიტყვა მეტოქეზე
ტრადიციულად
მასპინძლებით დავიწყებთ.''მგლები'' ახლა ძალიან კარგ ფორმაში
იმყოფებიან,ისინი ყოველ მატჩს უფრო კარგად თამაშობენ.პრემიერლიგის ბოლო
ტურში მათ ''ბოლტონთან'' წააგეს მინიმალური ანგარიშით 1:0,გუნდთან რომელიც
ცხრილის შუაშია მოქცეული.ამ თამაშამდე რამოდენიმე ხნით ადრე ''მგლები''
საუკათ კედლებში ''ლივერპულთან'' გამანადგურებელი ანგარიშით დამრცხდნენ
0:3,უფრო ადრე კი უშეღავათო ბრძოლაში ''მანჩესტერ სიტისთან'' 4:3.გუნდი
ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებს მატჩს,მაგრამ შედეგი მაინც
არასასურველია.არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ მაკარტის შეგირდებმა დაახლოებით
ერთი თვის წინ არც მეტი არც ნაკლები ლონდონის ''ჩელსი'' დაამარცხეს
მინიმალური ანგარიშით,უფრო ძლიერი მეტოქე ვიდრე
მერსისაიდელები.''მანჩესტერ იუნაიტედი'' გასვლით მატჩს თამაშობს,ეს კი
ვულვერჰემპტონს უფრო დიდ უპირატესობას აძლევს,რადგან წლევანდელ სეზონში
სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები გასვლით მატჩებში კარგად ვერ
თამაშობენ,ამიტომაც ვნახოთ რას შესთავაზებს ებანკს-ბლეიკი და კამპანია
''იუნაიტედს''.რატომ ებანკს-ბლეიკი?იმიტომ რომ იგი ''ვულვზის'' ყველაზე
საშიში ფეხბურთელია და თანაც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' აღზრდილი,ასე,რომ
ბედმა ებანკსი და ''იუნაიტედი'' ერთმანეთს კიდევ შეახვედრა.ამ ყველაფერს
პლიუს ის,რომ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ძალიან ცუდად ატარებს პირველ ტაიმს
ხოლო მეორე ტაიმს შესანიშნავად,ალბათ მიკ მაკარტი ყველაფრის საქმის კურშია
და რაღაცას მოიმოქმედებს იმისათვის რომ მანჩესტერელებმა მეორე ტაიმში ვერ
გაიჯეჯილონ.''მგლებს'' შეუძლიათ ''ეშმაკუნებს'' ქულები ააცანცქლონ,არ
დაგვავიწყდეს,რომ პირველ წრეში მათ ''იუნაიტედი'' კინაღამ დაამარცხეს.ამ
ყველაფრის მიუხედავად ''ვულვზაც'' თავის სისუსტეები აქვს:მაგალითად
დაცვაში თამაში,მაკარტის ბიჭებმა არ იციან როგორ დაიცვან საკუთარი
კარი,როდესაც გუნდს ძლიერი მეტოქე უტევს,ამიტომაც მათ ამ სეზონში ჯერ 42
გოლი აქვთ გაშვებული,უფრო მეტი ''ვესტ ჰემს'' აქვს(44) და ''ვესტ
ბრომვიჩს''(45).მიკი მაკარტიმ რაღაც უნდა მოიმოქმედოს,რომ მისმა მცველებმა
შეძლონ გუნდის გაჩერება,რომელსაც ყველაზე მეტი 54 გოლი აქვს შეგდებული ამ
სეზონში.''მგლებს'' ამ სეზონში 15 წაგება აქვთ და ისინი ცხრილის სულ ბოლო
ადგილას იმყოფეხბიან,ხოლო მანჩესტერელები პრემიერლიგის ცხრილს ზემოდან
გადმოჰყურებენ და თანაც ამ სეზონში არ დამარცხებულან.
რამოდენიმე სიტყვა ''წითელ ეშმაკუნებზე''
ახლა
კი სტუმრებზე ვისაუბროთ.სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მორიგ შეხვედრას
მართავს სუსტი გუნდის წინააღმდეგ,მაგრამ ეს პლიუსი არ არის,რადგან უკვე
ვახსენეთ,რომ მანჩესტერელები გასვლით მატჩებში კარგად ვერ თამაშობენ,თანაც
პირველ ტაიმსაც ვერ ატარებენ კარგად,ამის მიუხედავად მეორე ტაიმს
შესანიშნავად ატარებენ და თამაშს აბრუნებენ.ოდესმე ეს ''შემობრუნებები''
დასრულდება,''მგლები'' დიდი სიამოვნებით დაასრულებდნენ მანჩესტერელთა
თამაშის შემობრუნებების სერიას.როგორც პოზიტიური ფაქტი,უნდა აღინიშნოს,რო
''იუნაიტედის'' ფორვარდმა უეინ რუნიმ როგორც იქნა გოლების გატანა
დაიწყო,მან ''ასტონ ვილას'' პირველი ტაიმის პირველ და ბოლო ზუთზე დუბლი
შეუსრულა.ახლა საუბრობენ იმაზე,რომ ინგლისელი გოლებს მომდევნო ტურებშიაც
გაიტანს.''მანჩესტერ იუნაიტედი'' თავის ჩვეულ,შესანიშნავ
ფორმაშია.უკანასკნელი ხუთი მოწინააღმდეგიდან,მხოლოდ ''ტოტენჰემმა'' შეძლო
მათთვის ქულების აცლა ისიც ''უაით ჰართ ლეინზე''.''იუნაიტედმა''
''ბირმინგემი'' 5:0 გაანადგურა ''ოლდ ტრაფორდზე'',შემდეგ შესანიშნავი
''შემობრუნება'' ბლექპულთან,სადაც მანჩესტერელები პირველი ტაიმის შემდეგ
2:0 აგებდნენ და მეორე ტაიმში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს,ამის
შემდეგ იყო ''საუთჰემპტონთან'' სათასო მატჩი სადაც ''იუნაიტედმა'' მშვიდად
2:1 იმარჯვა,და ბოლოს ''ოლდ ტრაფორდზე'' დამაჯერებელი გამარჯვება და უეინ
რუნის ბენეფისი ''ასტონ ვილასთან'' 3:1,ამ მატჩმა კიდევ ერთხელ
დაგვარწმუნა ''იუნაიტედის'' სიძლიერესა და მდგრადობაში.არ უნდა
დაგვავიწყდეს მანჩესტერელთა და საერთოდ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის
ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი,რომელიც შესანისნავ ფორმაშია და თითქმის
ყოველ მატჩში გოლს იტანს.გოლის გატანა ეს მისი მისიაა,რომელსაც ბულგარელი
იდეალურად ასრულებს,სულ ახლახანს იგი იანვრის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი
დაასახელეს.რაიან გიგზი,რომელსაც ''იუნაიტედის'' გამარჯვებებში ძალიან
დიდი წვლილი სეაქვს და რომელიც ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია,რაც
არ უნდა მოულოდნელი იყოს მანჩესტერელთაგან ყველაზე საშიშ ფეხბურთელად
ითვლება.ის არის წარმატებების შემოქმედი და იდეების ეტალონი,მართლაც მის
გარეშე ''მანჩესტერ იუნაიტედი'' წელს ნაკლებად საშიში,ძლიერი და კრეატიული
იქნებოდა.რას მოიმოქმედებს მანჩესტერული გრანდის ხელმძღვანელობა დიდებული
უელსელის და ''იუნაიტედის'' საუკეთესო ფეხბურთელის წასვლის შემდგომ ჯერ
კიდევ გაურკვეველია.''მანჩესტერ იუნაიტედს'' რამოდენიმე ტრამვირებული
ფეხბურთელი ჰყავს ვალენსიასა და ჰრაგრივზის სახით,ხოლო ჯი-სუნ პარკს
დასვენება გამოუწერეს სანაკრებო მატჩების სემდგომ,იგი აზიის თასზე
ასპარეზობდა სადაც მისმა აროვნულმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.მოდის
ისევ გავიხსენოთ თუ რა ცუდად თAმაშობს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი
გასვლით მატჩებს წლევანდელ სეზონში.თერთმეტი მატჩიდან მათ მხოლოდ სამი
მოიგეს და რომ არა ''იუნაიტედის'' ახალგაზრდა მექსიკელი ფორვარდი ხავიერ
ერნანდესი ალბათ ამ შედეგსაც ვერ მიაღწევდნენ.ახალგაზრდა მექსიკელი მეტოქე
გუნდს უკანასკნელ წუთებზე უტანდა გოლს,რაც მას ძალიან უყვარს და
გამოსდის.დროა ''იუნაიტედმა'' ეს კომპლექსი მოიხსნას და გასვლით მატჩებში
ნორმალურად გამიარჯვოს,შანსები არის,მხოლოდ რეალიზებაა საჭირო.
საინტერესო ფაქტები
''მგლებს''
პრემიერლიგის ამ სეზონში უფრო მეტი წაგება აქვთ ვიდერე რომელიმე სხვა
გუნდს - 15.ისინი პრემიერლიგის ცხრილის უკანასკნელ ადგილზე იმყოფებიან. თუ ისინი ''იუნაიტედთან'' წაააგებენ ეს იქნება ზედიზედ მეოთხე მარცხი. ეს
იქნება მე-100 მატჩი ''მგლების'' მთავარი მწვრთნელისათვის მიკ
მაკარტისათვის,ირლანდიის ყოფილმა მწვრთნელმა,რომელიც ამ სულ მალე 52 წლის
გახდება,17 მატჩი მოიგო,18 ფრედ დაასრულა და 64 წააგო.
''მანჩესტერ
იუნაიტედს'' 4 ქულა აშორებს ლონდონის ''არსენალის'' შედეგის
გამეორებასთან,24 მატჩის შემდეგ სერ ალექსის ბიჭებს 15 მოგება და 9 ფრე
აქვთ,ხოლო არსენ ვენგერის შეგირდებს 17 მოგება და 7 ფრე ჰქონდათ. ''მანჩესტერ
იუნაიტედმა'' 11 გასვლითი მატჩიდან 3 მოიგო და სამივე მატჩში გოლი
''იუნაიტედის'' მექსიკელმა ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმა გაიტანა გოლი. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ყველა მატჩი მოიგო პრემიერლიგაში დასავლეთ მიდლენდის გუნდთან,მათ ''იუნაიტედმა'' 10 გოლი გაუტანა.
გუნდების საერთო სტატისტიკა
უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები
''ვულვზის'' უკანასკნელი მატჩები
''იუნაიტედის'' უკანასკნელი მატჩები
გატანილი გოლების დრო
ბომბარდირები
გაფრთხილებები
წყარო:ნეტა ვინ?
|