მოურინიო წასვლაზე ალაპარაკდა - 10 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » მოურინიო წასვლაზე ალაპარაკდა
11:16
მოურინიო წასვლაზე ალაპარაკდა

"მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მომავალში მას გადაწყვეტილი აქვს დაბრუნდეს ინგლისურ ფეხბურთში, მაგრამ თუ გადავხედავთ ბოლო შედეგებს მისი თქმით, შეიძლება მისი დაბრუნება უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე წარმოედგინა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია "ინტერში", წინა ზაფხულში მიიღო შემოთავაზება მადრიდული კლუბიდან და გახდა მისი მწვრთნელი. დღეისთვის კლუბში ძალიან დაძაბული სიტუაციაა ჟოზე მოურინიოსა და კლუბის სპორტულ დირექტორ ხორხე ვალდანოს შორის. ვალდანო არ ეთანხმებოდა მოურინიოს ადებაიორის ტრანსფერითან დაკავშირებით და სურდა, რომ მოურინიოს ქარიმ ბენზემა გამოეყენებინა.

"ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ბედნიერები. მე მიყვარს ინგლისური ფეხბურთი, ჩემ ოჯახს კი უყვარს ინგლისი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი ინგლისში, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უფრო მალე მოხდეს".

ამსათან ერთად მოურინიომ განაცხადა, რომ ის არ იყო გაკვირვებული მაშინ როცა ის დაითხოვეს ლონდონიდან 2007 წელს.

"ილუზია არასდროს არ შემქმნია. მე კარგად ვიცნობ რომან აბრამოვიჩს და ხალხს მის ირგვლივ. მე ვიცოდი, რომ 10 წელი ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებოდი, ჩემი დანიშნულება იმაში იყო, რომ მე უნდა მომეპოვებინა ტიტულები, რომლებიც მას სურდა და მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი დროც ამოიწურებოდა იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი რამე ხდებოდა",- განაცხადა პორტუგალიელმა THE SUNDAY MIRROR_თან.
კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 443 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
0  
4 RooneyChichaGiggsFan   (10.02.2011 18:21) [Entry]
:D sagol gambar :D

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა