მომდევნო კვირიდან ”მილანი”, ისევე როგორც სერია ა-ს დანარჩენი 19
გუნდი იწყებს მეორე წრეს. როსონერი პირველ მატჩს ლეჩეში, 16 იანვარს,
23.45 საათზე გამართავს. მოგეხსენებათ, პირველ წრეში შავ-წითლებმა სერია
ა-ს დებიუტანტები 4-0 დაამარცხეს, ახლა კი ”ვია დელ მარეს” სტადიონზე
შეეცდებიან კვლავ სამი ქულის აღებას.
ამ არენაზე ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 17-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
აქედან ”ლეჩემ” მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, როსონერიმ 7-ჯერ, ხოლო 9 შეხვედრა
ფრედ დასრულდა. ბოლო მატჩი ”მგლებსა” და ”შავ-წითლებს” შორის 2008-09 წლების სეზონში
შედგა. მატჩი ფრედ დასრულდა, ”მილანელთაგან” გოლი რონალდინიომ გაიტანა,
ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ესპოსიტომ ანგარიში გაათანაბრა.
საკუთარ სტადიონზე ერთადერთი გამარჯვება ”ლეჩემ” 2006 წლის 3 აპირლს
იგემა. ”ჯალოროსიმ” მინიმალური სხვაობით დაამარცხა ”მილანი”, ერთადერთი
გოლის ავტორი კი კონანი გამოდგა.
რაც შეეხება როსონერის, მათ ამ სტადიონზე ბოლოს 2002 წლის 5 იანვარს
მოიგეს. კარლო ანჩელოტის გუნდმაც იგივე ანგარიშით, 0-1 დაამარცხა მეტოქე.
გოლი კი ესპანელმა ხოსე მარიმ გაიტანა.
უკანასკნელი ფრე 2004-05 სეზონში დაფიქსირდა. 15 თებერვალს ჩატარებულ
შეხვედრაში ”მილანელები” კალაძემ დააწინაურა, კონანმა მეორე ტაიმის
დასაწყისში გაათანაბრა, მალევე შევჩენკომ გაზარდა ანგარიში, ხოლო მატჩის
მიწურულს მირკო ვუჩინიჩმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში, ფრე 2-2.
ბოლო შვიდი მატჩის შედეგი ”ლეჩეს” მოედანზე კი ასეთია:
1999/2000 სეზონი
29/08/1999
”ლეჩე” 2-2 ”მილანი”
გოლები: ვეა 57, სავინო 66, შევჩენკო 72, ლუკარელი 80
2000/2001 სეზონი
22/04/2001
”ლეჩე” 3-3 ”მილანი”
გოლები: ლუკარელი (პენ.) 35, ბირჰოფი 38, შევჩენკო 42, ვუგრინეჩი 46, სავინო 66, კალაძე 90
2001/2002 სეზონი
05/01/2002
”ლეჩე” 0-1 ”მილანი”
გოლები: ხოსე მარი 78
2003/2004 სეზონი
15/02/2004
”ლეჩე” 1-1 ”მილანი”
გოლები: ჩევანტონი 19, შევჩენკო 53
2004/2005 სეზონი
15/05/2005
”ლეჩე” 2-2 ”მილანი”
გოლები: კალაძე 12, კონანი 46, შევჩენკო 53, ვუჩინიჩი 82
2005/2006 სეზონი
02/04/2006
”ლეჩე” 1-0 ”მილანი”
გოლები: კონანი 54
2008/2009 სეზონი
09/11/2008
”ლეჩე” 1-1 ”მილანი”
გოლები: რონალდინიო 34, ესპოსიტო 93
|