პირველად მოხდა, რომ ყოველკვირეული ჟურნალი France Football-ისა და FIFA (ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაცია) ვერსიით წლის ფეხბურთელის გამოსავლენი ტრადიციული გამოკითხვები გაერთიანდა. 10 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სწორედ მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოცხადდა არგენტინის ნაკრებისა და ესპანური "ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი "ოქროს ბურთის” მფლობელად. 2010 წლის მონაცემებით, მესიმ გამოკითხულთა ხმების 22,65% მიიღო. მის შემდეგ "ბარსელონას” კიდევ ორი ნახევარმცველი მოდის - ანდრეს ინიესტა (17,36%) და ხავი ერნანდესი (16,48%).
ესპანეთის თასის მეოთხედ-ფინალში, სადაც ”კამპ ნოუზე” კატალონიის ”ბარსელონა” მასპინძლობდა ”ბეტისს”, მცირე ინციდენტი მოხდა ”ლურჯ-ნარინჯისფერთა” ფეხბურთელებს, პიკესა და ალვესს შორის.
"ღამურები" განაგრძობენ ქველმოქმედების კეთებას. ამჯერად ვალენსიას ორი
ფეხბურთელი ევერ ბანეგა და ტინო კოსტა ვალენსიაში გახსნილ ერთ–ერთ
მაღაზიას N & S ეწვივნენ. მაღაზიაში მისვლის მიზანი მხოლოდ "ზმანებში
გამოწყობა" არ იყო. ამ ახალმა მაღაზიამ გააკეთა საკმაოდ საინტერესო აქცია.
მაღაზია მეორად ტანსაცმელს იბარებს, რომელიც მზრუნველობას მოკლებულ
ბავშვებს გადაეცემათ, სანაცვლოდ კი მაღაზიაში ფასდაკლების ბარათს მიიღებთ.
ტინო და ევერი ამ აქციის პირველი მონაწილეები არიან.
დღეს გაიმართა ესპანეთის თასის 1/4 ფინალის ორი შეხვედრა. განსაკუთრებული
ინტერესი მატჩმა "ვილიარეალი" - "სევილიამ" გამოიწვია. მატჩი ძალიან
სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში 24 წუთზე კანიმ გახსნა, 5 წუთში როსიმ
ორამდე გაზარდა სხვაობა, 39 წუთზე სხვაობა ნეგრედომ შეამცირა, 55 წუთზე
რუბენმა კვლავ აღადგინა 2 ბურთიანი წონასწორობა, 60 წუთზე ნეგრედომ დუბლი
შეასრულა, ხოლო 88 წუთზე სტუმართა ცენტრალურმა მცველმა ალექსისიმ საბოლოო
ანგარიში 3:3 დააფიქსირა.
დღეს ცნობილი გახდა ლა ლიგის მეოცე ტურის განრიგი. ამ ტურით ესპანეთის
ჩემპიონატის მეორე წრე იწყება. "ვალენსია" "მესტალიაზე" "მალაგას"
მიიღებს. ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "ღამურებმა" მოიგეს
(3:1). მაშინ გოლები ადურისმა(1) და ხოაკინმა (2) გაიტანეს. მატჩი
თბილისის დროის შაბათს ღამის 01:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს 23:00
საათზე "ბარსელონა" "რასინგს" მიიღებს , პირველი წრის მატჩი "ბარსამ" 3:0
მოიგო, რაც შეეხება "რეალს" , ისინი მომდევნო დღეს 21:00 საათზე შინ
მიიღებს "მალიორკას" , რომელსაც პირველ წრეში 0:0 ეთამაშა. დანარჩენი
მატჩების განრიგი კი ასეთია:
დღეს, გონსალო იგუაინს ჩიკაგოს ჰოსპიტალში ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაცია ექიმმა ფიჩარდ ფესლერმა (ნეიროქირურგიული კათედრის უფროსი) გააკეთა. მას დახმარებას უწევდა კარლოს დიასი, კლინიკა "Sanitas”-ის მთავარი ექიმი და არგენტინის ნაკრების ექიმი დანიელ არმანდო მარტინესი.
როგორც კი ნოუ კამპზე ბურთი გაგორდება, ტელევიზია, კამერები მიმართული
მხოლოდ ორი ფეხბურთელისკენ იქნება. ერთი ღამით იკერ კასილასის, ანხელ დი
მარიას, ხავის, პიკეს სახელებს მესისა და რონალდოს სიკაშკაშე დაფარავს.ეს
ორი ფეხბურთელი, ორ სხვადასხვა გზას გვთავაზობს ფეხბურთის გაგებისას. ერთი
პატარა და ბედნიერია, ხოლო მეორე პროვოკატორი და ძალმოსილი. ეს დუელი
წარმოადგენს ორ გენიას შორის დაპირისპირებას. სწორედ მათ შორის ხდება დღეს
პლანეტის ორი საუკეთესოს შერჩევა......